კაბადოკია მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული. იგ ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს და მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი ზღაპრული ბუნებით, ვულკანური წარმოშობის კოშკის ფორმის კლდეებით, გორემეს ეროვნული პარკით, კლდეში ნაკვეთი ქალაქებით და ძვ. წ. I ათასწლეულში დაარსებული მიწისქვეშა ქალაქებით. როდესაც შემოდგომის თვეები მოდის, ჰაერის ტემპერატურა ეცემა ზომიერ დონემდე, ბუნება ხდება ყავისფერი და კაბადოკია ორმაგად ლამაზდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევადგინეთ იმ აქტივობების სია, რომლითაც უნდა დაკავდეთ კაბადოკიაში მოგზაურობისას.
„იმოგზაურეთ ცაში“ ბუშტებით
საჰაერო ბურთით გასეირნება ძალიან პოპულარული აქტივობაა კაპადოკიაში, რაც საშუალებას მოგცემთ დაათვალიეროთ რეგიონის ულამაზესი ადგილები უდიდესი სიმაღლიდან. ეს სიმაღლე კი შეადგენს 800 მეტრს. აქ თქვენ საოცარი ხედები დაგხვდებათ, ისეთი, ფოტოებიც რომ იდეალური გამოდის.
სეზონი აპრილში იხსნება და ნოემბრის ბოლომდე გასტანს, რადგანაც, დეკემბრისა და მარტის შუალედში ქარი, ნისლი და თოვლი ხშირად არის. ამიტომ შემოდგომის ეს საოცარი პერიოდი ხელიდან არ გაუშვათ და აუცილებლად ეწვიეთ კაბადოკიას, რადგან ამ პერიოდში აქ ყოფნა განსაკუთრებით საინტერესო და შედარებით ამაღელვებელიცაა.
“ზღაპრული ბუხრები” შემოდგომაზე
პირველი, რაც კი შეიძლება გაგვახსენდეს კაბადოკიის ნახვისას, არის “ზღაპრული ბუხრები”. ეს არის უძველესი კლდოვანი წარმონაქმნები, რომლებიც კაბადოკიის სიმბოლოს წარმოადგენს. მისი საუკეთესო ნიმუშებია ფაშაბაღში, სადაც ზღაპრული სურათი დაგხვდებათ. სწორედ მათ სანახავად მშვენიერი შესაძლებლობაა საჰაერო ბუშტები, სადაც ყოფნა და გაშლილი ხედის ყურება უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მიწისქვეშა ქალაქები წარსულში გამოგზაურებთ
ასევე კაბადოკიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა არის მისი მიწისქვეშა ქალაქები, არა ერთი ან ორი, არამედ 36! თავდაპირველად ისინი საცხოვრებელი მიზნით შეიქმნა, მოგვიანებით კი რომაელი ჯარისკაცების მიერ დევნილი ქრისტიანების თავშესაფრად იქცა. კაბადოკიის ყველაზე დიდი მიწისქვეშა ქალაქია კაუმაკლი, ის 8 სართულისგან შედგება, ტურისტებისთვის კი მხოლოდ 4 სართულია ღია. ეს ქალაქი ნამდვილი არქიტექტურული შედევრია ღვინის მარნებით, სათავსოებით, სავენტილაციო სისტემით, საძინებელი ოთახებით და ეკლესიითაც კი. აღსანიშნავია გორემი, რომელიც ბიზანტიის იმპერიის ეპოქაში დიდი სამონასტრო კომპლექსი იყო და აქ ოდითგანვე ბერები მოღვაწეობდნენ. მე-17 საუკუნეში ის პილიგრიმულ ადგილად იქცა, დღეს კი როგორც ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი, ისე ფუნქციონირებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი კლდეში ნაკვეთი ეკლესიები, რომლებიც მე-9 საკუნითაც კი თარიღდება.
დარჩით კლდეში ნაკვეთ სასტუმროებში
გაინტერესებთ როგორ ცხოვრობდნენ კაბადოკიაში ათასწლეულების მანძილზე? ბევრი კლდეში ნაკვეთი სასტუმრო გთავაზობთ ამ ტიპის გამოცდილებას. ამ სასტუმროებს უნიკალური არქიტექტურა და დიზაინი გააჩნია. მიუხედავად სიძველისა, დღეს ეს პატარა, ბუტიკ სასტუმროები ვიზიტორებს სრულ კომფორტს და ფუფუნებას სთავაზობენ, მათ შორის თურქულ აბანოებს, სწრაფ ინტერნეტს, თანამედროვე აბაზანებს, კლდეში გამოკვეთილ თაღებს, პანორამულ ტერასებს და ადგილობრივი სამზარეულოს დელიკატესებს.
მეღვინეობის მრავალწლიანი ტრადიცია
კაბადოკია ცნობილია ღვინის ათასწლოვანი ტრადიციით. აქ მოგზაურობისას შეგიძლიათ მოინახულოთ ღვინის ქარხნები, რომლებიც ღიაა მთელი წლის განმავლობაში ან დაესწროთ ცნობილი ღვინის მწარმოებლების მიერ ორგანიზებულ სადეგუსტაციო ღონისძიებებს. ამიტომ გირჩევთ, აქ ჩამოსვლისას დააგემოვნოთ ადგილობრივი ენდემური ყურძნისგან დამზადებული ღვინოები და დატკბეთ აქ არსებული საოცრებებით.
ადგილობრივი სამზარეულო
კაბადოკიაში გელით ახალი, სეზონური პროდუქტებით სავსე მეზეს პორციები; უგემრიელესი ქაბაბი (უფრო გემრიელი ვიდრე დონერის ქაბაბი, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ ადგილობრივ გარე სივრცეებში), შაურმები, ჩაშუშული და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ აქ ნებისმიერი კერძი რეგიონის ნაყოფიერი ბოსტნეულითა და ხილით მზადდება. ასევე უნდა ვთქვათ გარგარის ჩაშუშული, კურკუმას ბრინჯის პუდინგი და სხვ.