ულამაზესი მარმარისი დაუვიწყარ და მდიდრულ დასვენებას გთავაზობთ

მარმარისი (თურქ. Marmaris) — ქალაქი დასავლეთ თურქეთში, მუღლის პროვინციაში, რომელიც მებარეობს ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების კვეთაზე.  იგი ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ბორცვებითა და  აყვავებული მცენარეულობით. მარმარისი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე  სპარსელების, რომაელებისა და ბიზანტიელების ხელთ იყო, ხოლო 1424 წელს იგი შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.

გასული საუკუნის 80-იან წლებამდე მარმარისი მხოლოდ პატარა თევზსაჭერ სოფლად ითვლებოდა , შემდეგ უკვე, როდესაც ჩამოდიოდნენ როდოსის კუნძულიდან ფრანგი ტურისტები, აღნიშნული ქალაქი ყველასთვის ცნობილი გახდა როგორც მნიშვნელოვანი ტურისტელი ადგილი, სადაც იყო ულამაზესი ბუნება, ზღვა, კლიმატი და ა.შ. მალე ქალაქში პირველი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ლიდია“ აშენდა, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო განვითარება.   მარმარისი თურქეთის ისევ  ყველაზე პოპულარულ კურორტებს შორის რჩება.  აქ ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოდის. აქ ძირითადად შეიძლება შეხვდეთ რუსებს,  ბრიტანელებსა და ჰოლანდიელებს.
ქალაქის ცენტრში ბევრი 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროა განთავსებული, ასევე ცოტა მოშორებით თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ სოფელ იქლემერში, სადაც დაგხვდებათ ულამაზესი ხედი.

საოცარი პლაჟები და ღირსშესანიშნაობები მარმარისში

მარმარისში ზღვაზე თქვენ შეგიძლიათ ნავებითა და იახტებით სეირნობა, რომლის ფასიც საკმაოდ ბიუჯეტურია.  აქ ზღვის წყალი ძალიან მშვიდია და არასდროს არის ძლიერი ტალღები, რადგან თვითონ ყურეში, წყნარ ადგილზე მდებარეობს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მარმარისში პლაჟები პატარაა, შეზლონგები ერთმანეთის გვერდით არის და ქვიშაც ნაცრისფერია.  მიუხედავად იმისა, რომ არ არის ზაფხული, შემოდგომაზეც ძალზედ აქტიურია და ხშირად დადიან ტურისტები.
ქალაქი მარმარისი გამოირჩევა ძალიან საინტერესო ღირსშესანიშნაობებით, მაგალითად, აღსანიშნავია ციხე, რომელიც აშენდა მაღალ ბორცვზე ძველი ციხის ნაშთებზე სულთან დიდებულის ბრძანებით 1522 წელს. ამჟამად ეს ციხე მუზეუმად არის გადაკეთებული, სადაც  ზღვის  ულამაზესი ხედი იშლება. საგულისხმოა ათათურქის ძეგლი. ისევე როგორც ბევრ სხვა ქალაქში , მარმარისშიც შეხვდებით  თურქი რეფორმატორის მუსტაფა ქემალ ათათურქის ძეგლს.  აქ ნახავთ წყლის პარკებსაც,  მაგალითად, Atlantis Water Park არის პატარა მყუდრო წყლის პარკი, რომელიც მდებარეობს ზღვის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრთან ახლოს. მარმარისის მეორე წყლის პარკი  – Aqua Dream კი მდებარეობს მაღალ ბორცვზე ქალაქთან ახლოს. საბოლოოდ, გირჩევთ იმოგზაუროთ ამ საოცარ ქალაქში, რომელიც თურქეთში ერთ-ერთ ულამაზეს და პოპულარულ  დასასვენებელ ადგილად ითვლება.

EMCode 9436cc8ec6cee09514ccf2ac53836e43
EMCode d6f2d6910b0ae8ebc5c07de374f17bc4