სალდა – ყველაზე ღრმა ტბა თურქეთის მტკნარწყლიან ტბებს შორის

 სალდას ტბა ცნობილია, როგორც „თურქეთის მალდივები“ თავისი თეთრი ქვიშითა და ლურჯი ზღვით. მართლაც, თუ სალდას ტბისა და მალდივის ფოტოს გვერდიგვერდ დააყენებთ, ერთმანეთისგან მათი  გარჩევა ძალიან გაგიჭირდებათ.  უნდა აღვნიშნოთ, რომ მის ნაპირზე ქვიშის ან პატარა კენჭების თეთრი ფერი განპირობებულია ჰიდრომაგნიზიტის შემცველი წყლის სპეციალური ქიმიური შემადგენლობით. ანუ, სწორედ აქ არსებული მაგნიუმი უწყობს ხელს იმ თეთრი ქვიშის წარმოქმნას, რომელიც ამ ტბაში არსებობს და რომელსაც ადამიანები თვალს ვერ აშორებენ.

სალდას ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა და იგი 2 მილიონი წლის წინ მიწისძვრების შედეგად ჩამოყალიბდა.   საგულისხმოა, რომ ტბის დონემ ბოლო 20 წლის განმავლობაში 3-4 მეტრით დაიკლო და როგორც ამბობენ, იგი ახლაც იკლებს  ნელ-ნელა.

 

სალდა, როგორც სამკურნალო თვისებებით გამორჩეული ტბა

გაირკვა, რომ სალდა  გამოირჩევა სამკურნალო თვისებებითაც. ამ ტბის სანაპიროებზე არის ბუნებრივი სამკურნალო ტალახი, რომელიც ეფექტურია კანის ზოგიერთი დაავადების წინააღმდეგ, როგორიცაა მაგალითად, აკნე, სოკო და სხვ. ამიტომ აღნიშნულ ტბას შეუძლია ადამიანებს გარკვეულწილად შეუმსუბუქოს კანის და მასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები.

აშშ–ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) აცხადებს, რომ თურქეთის ყველაზე ღრმა, მტკნარწყლიანი და მრავალი თვისებით გამორჩეული ტბა არის სალდა. მისი სოციალური მედიის ანგარიშიდან გავრცელდა მესიჯი, რომელშიც ნათქვამია: “სალდას ტბას, რომელიც მდებარეობს თურქეთში, გეოლოგიური მსგავსება აქვს მარსზე ჯეზეროს კრატერთან“. ასევე შოტლანდიის გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, მაიკ რასელმა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში იკვლევდა სალდას ტბას, თქვა, რომ დედამიწაზე მხოლოდ ორი ადგილი არსებობს მარსის ზედაპირის მახასიათებლებით, ერთი ჩრდილოეთ კანადაში, მეორე კი, სალდას ტბაში მდებარეობს. იგი ხსნის, რომ ამ ტბაში არსებული მაგნიუმის თეთრი ქანები მარსზეც არის ნაპოვნი და სწორედ ამიტომ გამოირჩევა ის მარსის ზედაპირის მახასიათებლით.

საბოლოოდ, სალდა თავისი თვისებებით არის მრავალმხრივ საინტერესო ტბა, რომელსაც წარმოუდგენელი სილამაზე და უნიკალური სასარგებლო თვისებები   გააჩნია.

EMCode 497966eb8035f09717b118ab8381f43f
EMCode 880c7eb7b94f7dce8089afaa58dbc81f
EMCode 14225c1023edd63d729b7235ce34c897
EMCode 3fbf2180f66469a40b3f2c5b3df288a8