სად უნდა დაისვენოთ თურქეთში? | თურქეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრები

ალანია არის ცნობილი და პოპულარული კურორტი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სადაც სეზონის განმავლობაში ათასობით ტურისტი იკრიბება. კურორტზე არის ლურჯი დროშის მქონე პლაჟები, შესანიშნავი ზღვა, საინტერესო ღირშესანიშნაობები და ყველა ასაკისთვის შესაფერისი აქტივობები. მისი  ერთ-ერთი უძველესი ღირსშესანიშნაობაა წითელი კოშკი, რომელიც დღეს ქალაქის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათად არის ქცეული. ეს დასაყრდენი XIII საუკუნის დასაწყისში სელჩუკთა სულთანმა ალადინ ქეიქუბადმა აღმართა, როგორც ალანიის ციხის თავდაცვითი ობიექტი. ძველი შენობის გვერდით კი მდებარეობს გემთმშენებლობის მცირე მუზეუმი, სადაც გამოფენილია გემთა მოდელები და ზოგიერთი სამშენებლო ნივთი. ასევე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობაა საბაგირო გზები, რომელიც ალანიის უძველეს ციხემდე მიგიყვანთ. იგი გადის სადგურიდან კლეოპატრას სანაპირომდე. მოგზაურობას კი არა უმეტეს 5 წუთი სჭირდება. ამ დროის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ  ზღვისა და ქალაქის დაუვიწყარი ხედებით.

„ალანიას ბაღების“ შესახებაც  უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. რამდენიმე წლის წინ ალანიაში აშენდა პარკი, სახელწოდებით  „ალანიას ბაღები“. პარკის ტერიტორია დღეს გაფორმებულია ბაღებითა და შადრევნებით. ირგვლივ ნახავთ  უამრავ კაფეს, ბარს, ასევე თეატრსა და სხვა გასართობ დაწესებულებებს.   უნდა აღვნიშნოთ სულეიმანიეს მეჩეთიც, რომელიც თურქული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.  გარდა ამისა, აქარის გასაოცარი ხის დეკორაციები, რაც მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

რაც შეეხება ბელექს, ეს არის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკურორტო ცენტრი, სადაც დასვენება უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. აქ  ჩამოსვლისთანავე, პირველ რიგში, უნდა გაეცნოთ თვითონ ქალაქს და გაისეირნოთ მის ცენტრალურ ქუჩებში. ქალაქში შეგიძლიათ ნახოთ მე -20 საუკუნის ბოლოს აშენებული მინიატურული მეჩეთი და მის გვერდით მდებარე საათის კოშკი. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრი არის საკმაოდ მოვლილი და სავსე ყვავილებით.

ზოგადად, თურქეთის კურორტებზე მრავალი უძველესი ძეგლია დაცული, რაც დიდი ცივილიზაციების ყოფილ დიდებას მოგვაგონებს და ამ მხრივ, არც ბელეკია გამონაკლისი. მაგალითად, უძველესი ქალაქი პერჟე მდებარეობს ჩრდილო – დასავლეთით, მისგან 30 კილომეტრში და არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, იგი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წელს. აქ არის დიდი რომაული ამფითეატრი, რომელიც დაახლოებით 15 ათასამდე მაყურებელს იტევს, ასევე  ელინისტური კარიბჭე, ქალაქის კედლების ნანგრევები, აკროპოლისი და ბიზანტიური ბაზილიკა. ამასთან, პერჟეს შემორჩა  ცნობილი რომაული აბანოები, მოპირკეთებული მარმარილოს ფილებითა და  უძველესი ქანდაკებებით.

მესამე ყველასთვის ცნობილი ტურისტული ცენტრია ბოდრუმი , რომელიც მდებარეობს მუღლის პროვინციაში, ანთალიიდან დაახლოებით 300 კმ-ის დაშორებით.

იგი გამოირჩევა ულამაზესი სანაპიროებითა და ყურეებით, ასევე  მდიდარია მრავალი ისტორიული ძეგლითა და ღირსშესანიშნაობით, რაც ყოველ ჯერზე ტურისტების უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს. აქ ზღვის სეზონი აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ბოლოს ოფიციალურად მთავრდება.

ძალიან შთამბეჭდავია ხედი, რომელიც ქალაქში შესვლისას გადაიშლება! ქათქათა თეთრი შენობები, წითელი ყვავილები, გემები და იახტები, ზღვა, რომელიც მზის სხივების ფონზე პირდაპირი მნიშვნელობით ბრწყინავს და არის ულამაზესი.

ეს ის პირველი სასიამოვნო შთაბეჭდილებაა, რომლითაც ბოდრუმს გაიცნობთ.