თურქეთის ეგეოსის სანაპირო გადაჭიმულია თითქმის 3000 კილომეტრზე. აქ ტურისტები ნახავენ უძველეს ქალაქებს ღირსშესანიშნავი ძეგლებით, მარადმწვანე წიწვოვანი ტყეებით, ულამაზესი ბუნებითა და საოცარი სანაპიროებით. ეგეოსის სანაპირო არ არის ისეთი ხმაურიანი, როგორც ხმელთაშუა, და კლიმატი ოდნავ გრილია, ასევე ხშირია ქარი. ეგეოსის ზღვის პლაჟები ძალიან განსხვავდება ქემერის ან ანტალიის სანაპიროსგან.
მოგზაურობა ტროაში
ქალაქი ტროა, რომელიც მდებარეობს სოფელ ტევფიკიეში, ჩანაქალეში, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უძველეს ქალაქად მსოფლიოში. იგი 1998 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს. ტროა მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს ყველაზე განთქმულ ანტიკურ ქალაქს წარმოადგენს და მრავალი ლეგენდა არსებობს მის შესახებ. ზოგიერთები მას “გმირობის, სიყვარულის და ცივილიზაციის აკვანს“ უწოდებენ. 1871 წელს აქ გათხრები დაიწყო შლიმანმა და თეატრები, ბაზრები, მოედნები, თაძრები, აბანოები და სხვა ნაგებობები აღმოაჩინა. სულ კი არქეოლოგებმა ტროაში სხვადასხვა კულტურის 9 ფენა აღმოაჩინეს.
ტროაში ჩასასვლელად როგორც აღინიშნა, ჩანაქქალეში უნდა ჩახვიდეთ, სადაც პირველი მსოფლიო ომის ყველაზე ფართომასშტაბიანი ომი გაიმართა თურქებსა და ანტანტის ძალებს შორის და თურქებმა კბილებამდე შეიარაღებული ევროპელები სასტიკად დაამარცხეს და მათ სტამბოლისკენ წასვლის საშუალება არ მისცეს. აქვეა ანტიკური ქალაქი ასოსი, რომლის ათენას ტაძრის ნანგრევებიც დღესაც აოცებს მნახველებს. გიწვევთ, რომ იმოგზაუროთ ამ რეგიონში და გაძლევთ გარანტიას, რომ არ ინანებთ. მაშ, გელით ლეგენდებისა და მითოლოგიების ანტიკურ ქალაქ ტროაში.
ისტორიული იზმირი
იზმირი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნრლოვანი ისტორიული ქალაქი ეგეოსში. ეგეოსის ზღვა ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იღებს და სიდიდით მესამე ქალაქია თურქეთში.
იგი მასპინძლობდა მრავალ ცივილიზაციას, რომლებიცაა არქაული, ელინისტური, კლასიკური, რომაული, ბიზანტიური და ოსმალური ცივილიზაცია. იზმირის პროვინციაში აღსანიშნავია უძველესი ქალაქი ეფესო , რომელიც იყო უძველესი ბერძნული და მოგვიანებით რომაული ქალაქი, მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი სელჩუქის მახლობლად (თურქეთი). რომაულ პერიოდში ეფესო მრავალი წლის განმავლობაში რომის იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი იყო და თავისი რანგით მხოლოდ იმპერიის დედაქალაქს, რომს ჩამოუვარდებოდა. მისი მოსახლეობა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში 250000-ს აღემატებოდა, რის გამოც, ის მსოფლიოშიც მეორე უდიდეს ქალაქად მიიჩნეოდა.
ქალაქი განთქმული იყო არტემიდას ტაძრით (დასრულდა ჩვ.წ.აღ-მდე 555 წელს), რომელიც უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებას მიეკუთვნებოდა. ტაძარი საბოლოოდ განადგურდა იოანე ოქროპირის მიმდევრების მიერ, ჩვენი წელთაღიცხვით 401 წელს.
იზმირის ერთ-ერთი სიმბოლო არის ისტორიული საათის კოშკი. იგი ქალაქის ერთ-ერთ ცნობილი ღირსშესანიშნაობაა და საოცრად ამშვენებს მის მოედანს.
აღსანიშნავია ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც მდებარეობს იზმირის სელჩუკის რაიონიდან 9 კმ-ში. იგი ქრისტიანული თემისთვის მაღალი სულიერი ღირებულების მქონე ადგლია და მომლოცველთა ცენტრად ითვლება.