თურქეთი მოგზაურებს გარდა ზღვისა და სანაპიროებისა, ბრწყინვალე ბუნებისა და კულტურული ღირსშესანიშნაობებისა, სთავაზობს საინტერესო აქტივობებით სავსე გარემოს, სადაც მათ საოცარი მრავალფეროვნება დახვდებათ. მაგალითად, იგი ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილია გოლფისა და სხვა სპორტული აქტივობისთვის. აქ ვიზიტორებს გოლფის საუკეთესო კურორტები მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს დაუვიწყარ დასვენებასა და ცოცხალ გართობას.
თურქეთის გოლფის თავგადასავალი მე-19 საუკუნეში დაიწყო
თურქეთში გოლფის ისტორია დიდი ხანია რაც დაიწყო. 1895 წელს სტამბოლში დააარსეს გოლფის კლუბი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ამასთან, დიდი აღფრთოვანებაც დაიმსახურა ხალხის მხრიდან. ამის შემდეგ იგივე კლუბები შექმნეს თურქეთის სხვა ცნობილ ქალაქებშიც, რომლებიცაა ანკარა, ანტალია, მუღლა, იზმირი, სამსუნი და აიდინი. შემდგომ აშენდა ანტალიის პროვინციაში, ბელექში, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია თავისი ბუნებითა და სასიამოვნო კლიმატით. ბელეკი ანტალიაში მდებარეობს ხმელთაშუა ზღვასთან და სწორედ აქ განვითარდა გოლფის ტურიზმი ელვისებრი სისწრაფით. კურორტს აქვს პროფესიონალურად დაპროექტებული გოლფის მოედნები იმისათვის, რომ თქვენი თამაში დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი იყოს თქვენთვის. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ არამხოლოდ ბელექი, ანტალიის რეგიონი დამსვენებლებს სთავაზობს პრივილეგირებულ და ყველანაირი სისტემით აღჭურვილ მომსახურებებას, რაც ძალიან სასიამოვნოა ტურუსტებისთვის.
ბელექი, როგორც გოლფისთვის საუკეთესო კურორტი
ბელექი ყოველწლიურად მასპინძლობს ათასობით ადამიანს ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან. უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ რიგში, მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ კურორტი ანტალიის აეროპორტთან ძალიან ახლოსაა, რაც ვიზიტორებისთვის საკმაოდ კომფორტულია. აეროპორტიდან კურორტამდე მანქანით დაახლოებით 35 წუთია საჭირო. ამასთან უნდა ითქვას, რომ მისი ოქროსქვიშიანი სანაპიროები და მთის ხედი შთამბეჭდავ გარემოს ქმნის დამსვენებელთათვის.
ის ასევე პოპულარული ადგილია გოლფის მასშტაბური ტურნირებისთვის, შეჯიბრებებისთვის და სხვ. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სტუმრობენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურნირების საყურებლად, ასევე სათამაშოდ და ა.შ. სწორედ ამიტომ გოლფის ტურ ოპერატორთა საერთაშორისო ასოციაციამ (IAGTO) 2008 წელს ბელექს სტატუსი- “წლის საუკეთესო გოლფის დანიშნულება ევროპაში” მიანიჭა, რამაც იგი უფრო მეტად გახადა პოპულარული. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ გოლლფის თამაში აქ შეგიძლიათ როგორც ზაცხულში, ისე ზამთრის თვეებშიც, რაც ძალიან სასიამოვნოა.
ბელექის “სხვა მხარეები”
თურქეთი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოველმხრივ გამორჩეული ქვეყანაა, რადგან აქ თქვენ ისიამოვნებთ როგორც კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და ბუნების დათვალიერებით, ისე სხვადასხვა სპორტული აქტივობებით დაკავებითაც. ასეთივეა ცხადია ბელექიც, რომელიც გამორჩეულია საოცარი სანაპიროებით, ზღვით, ბუნებით, ისტორიული ძეგლებითა და რაც ძალიან მნიშვნელივანია, ადგილობრივი ტრადიციული კულინარიით.