შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ აქტიურია ზღვის სეზონი, ამიტომ არ გამოტოვოთ თურქეთის კუნძულები, იმოგზაურეთ და ისიამოვნეთ კამკამა ზღვითა და საოცარი ბუნებით. გთავაზობთ 5 გამორჩეულ კურორტს, სადაც დასვენებაზე უარი უბრალოდ არ უნდა თქვათ.
ალანია
დავიწყოთ ალანიით. კურორტი ცნობილია თავისი პლაჟებით სუფთა ქვიშით და სუფთა წყლებით. რომის მმართველობის პერიოდში დაიწყო ამ ადგილის აყვავებაც. მოგვიანებით მარკუს ანტონიუსმა ეს ტერიტორია სიყვარულის ნიშნად კლეოპატრას გადასცა,რომლის სახელიც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პლაჟს ეწოდა. აქ შექმნილია მდიდარი ინფრასტრუქტურა მრავალფეროვანი ანიმაციებით, წყლის აქტივობებით და ისტორიული ძეგლებით. ეს ყველაფერი კი მრავალფეროვანი და დაუვიწყარი დასვენების საშუალებას იძლევა.
ანტალია
მიბვადექით ანტალიას – თურქეთის ტურიზმის დედაქალაქს,რომელიც ქვეყნის ყველაზე თბილი კურორტია ულამაზეს ყურეში. ის საკმაოდ ხმაურიანია, მაგრამ ახალგაზრდული, კარგი შოპინგით და გართობის შესაძლებლობებით ხასიათდება. ტურისტების დიდი ნაკადის გამო სანაპიროები არც ისე სუფთაა.ანტალია თურქეთის ყველაზე ახალგაზრდა კურორტია, რომლის ცენტრიდანაც საერთაშორისო აეროპორტამდე სულ რაღაც 12 კმ-ია. ამ კურორტზე დასასვენებლად ბევრი საშუალებაა შექმნილი, მათ შორის რამდენიმე აკვაპარკი. ერთ სანაპიროზე ანტალიასთან ერთად ბევრი უძველესი ქალაქია აშენებული. სწორედ ძველისა და ახლის შერწყმის გამო, ანტალიის ქუჩები და მიდამოები საოცრად მიმზიდველია მოგზაურთათვის.
ქემერი
კურორტი მდებარეობს ქალაქის აეროპორტიდან 43 კმ-ში მთების მასივებსა და ლაჟვარდისფერ ზღვას შორის. სახელი ქემერი ბერძნულ ქალღმერთ ქიმერას უკავშირდება რომელიც ლეგენდის თანახმად სწორედ აქ სახლობდა. აქ კლიმატისა და ზოგადი ატმოსფეროს უჩვეულო კომბინაციაა. ქემერის პლაჟები ძირითადად კენჭიანია, ისევ მთებთან სიახლოვის გამო. აქტიურია კურორტის ღამის ცხოვრება. უამრავი რესტორანი და კაფე, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ეროვნული, ასევე ევროპული სამზარეულო.
სიდე
ანტალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 68 კმ-ში მდებარეობს კურორტი სიდე.აქ შეგიძლიათ იპოვოთ რომაული არქიტექტურისა და ძველი ბერძნული კულტურის საოცარი კომბინაცია.სიტყვა სიდე ნიშნავს ბროწეულს,როგორც ნაყოფიერების სიმბოლოს.სიდეში ყველაფერი ანტიკური ქალაქის სტილშია გადაწყვეტილი, მასში წარსულისა და დღევანდელობის სული თანაცხოვრობს. ამ ქალაქში არის ულამაზესი პლაჟები და სუფთა ზღვა. სიდეში მდებარე სასტუმროების უმრავლესობას საკუთარი პლაჟი აქვს. კულტურული მრავალფეროვნება,ანტიკური სასიყვარულო ლეგენდები და ისტორიული ძეგლები ამ ადგილს ერთ-ერთ მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის. ასე რომ არჩევანი საკმაოდ დიდია ყველა გემოვნებისა და გართობის მოყვარული დამსვენებლებისთვის.
ბოდრუმი
ბოდრუმი თურქეთის ყველაზე ხმაურიანი და მხიარული კურორტია გარშემორტყმული ფიჭვნარითა და ფორთოხლის კორომებით. თბილი და სუფთა ზღვა, ასევე რბილი კლიმატი საუცხოო პირობებს ქმნის წყლის სპორტის ყველა სახეობით დაკავებისათვის. წყალქვეშ ცურვის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ ადგილობრივი რიფები, წყალქვეშ მდებარე გამოქვაბულები და ფერდობები გამოიკვლიონ. კურორტის ტერიტორიაზე თქვენს ყურადღებას მიიქცევს არაოფიციალური ყოველდღიური ცხოვრების სტილი და აქტიური ღამის ცხოვრება.