თურქეთის ყველაზე ცნობილი მუზეუმები

სტამბოლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

Istanbul Modern – ეს არის თურქეთის პირველი თანამედროვე  ხელოვნების მუზეუმი,  რომელიც მდებარეობს  ბოსფორის სანაპიროზე. იგი დაარსდა 2004 წელს და მისი ფართობი  მოიცავს 8.000  კვადრატულ მეტრს.  მუზეუმში გამოფენილი ნამუშევრების უმეტესობა ცნობილი თურქული ოჯახის Eczacıbaşı-ს კერძო კოლექციას წარმოადგენს, რომელიც თვითონ მუზეუმის დამაარსებელია. მასში ასევე განთავსებულია კინოთეატრი, კაფე, მაღაზია და დიდი ბიბლიოთეკა ტურისტებისთვის.

ეფესო – მუზეუმი, რომელიც ასახავს უძველეს მემკვიდრეობას

აღსანიშნავია ეფესოს არქეოლოგიური მუზეუმი ( თურქ . Efes Müzesi ), რომელიც იზმირში,  სელჩუკის რაიონში მდებარეობს. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მასში ინახება ეფესოს გათხრების დროს აღმოჩენილი ძველი ისტორიული ადგილები. მუზეუმის ყველაზე ცნობილი ექსპონატია ბერძენი ქალღმერთის არტემისის უძველესი ქანდაკება, რომელიც საყოველთაოდ არის ცნობილი მსოფლიოში.

სტამბოლის არქეოლოგიური  მუზეუმი

უნდა მოგახსენოთ სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმის შესახებაც.  იგი არის ერთ-ერთი უმდიდრესი არქეოლოგიური მუზეუმი მსოფლიოში, რომელიც შდგება სამი ცალკეული მუზეუმისგან, მათ შორისაა არქეოლოგიური მუზეუმი, ძველი ახლო აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმი და ისლამური კერამიკის მუზეუმი. იგი მდებარეობს  სტამბოლში, ფატიჰის რაიონში. თოფქაფის  სასახლესთან და გიულჰანის პარკთან ძალიან ახლოს. ადგილი, სადაც მუზეუმია აშენებული, თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის სულთნების უდიდეს რეზიდენციას წარმოადგენდა.

მუზეუმი  სულთან აბდულ ჰამიდ II-ის ხელმძღვანელობით დაარსდა, ხოლო 1881 წლიდან  იგი  ალექსანდრე ვალორიმ   ნეოკლასიკურ სტილში ააგო. სწორედ იმ გამოჩენილი თურქი ხელოვნებათმცოდნეებისა და არქიტექტორების დამსახურებაა ის, რომ დღეს მუზეუმი ასეთი სახით არსებობს, რადგან სწორედ  მათ დაიცვეს და გადაარჩინეს ომისა და ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული  ექსპონატები და ზოგადად, არსებული ძეგლები.

სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმს აქვს 1 მილიონზე მეტი ექსპონატი, რომელშიც ასახულია ასურული, ხეთური, ეგვიპტური, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და ოსმალური კულტურა.
ანადოლუს საოცარი მუზეუმი

გაგაცნობთ ანადოლუს ეროვნულ -კულტურულ მუზეუმს, რომელიც აშენდა ჯერ კიდევ, თურქეთის რესპუბლიკის შექმნამდე, განმანთავისუფლებელი ბრძოლის დროს, როცა მუსტაფა ქემალ ათათურქის დროს კულტურის სფერო განვითარებას იწყებდა. მუზეუმი, თავისი კეთილმოწყობილი ბაღჩით ეგებება მნახველს. აქ ყურადღებას იქცევს ულამაზესი ხეები, მცენარეები და ზოგადად,  გარემო. მის ყოველ კუთხეში დაინახავთ ხეთურ, ბერძნულ და რომაულ ქანდაკებებს, ამფორებსა და სარკაფებს. მთავარ შესასვლელში არის სუვენირების მაღაზია, საიდანაც მნახველს შეუძლია იყიდოს ანადოლუს კულტურებისთვის დამახასიათებელი გამორჩეული ნივთები, სუვენირები და სხვ. ამასთან,  სახლის კედლებს ამშვენებს ხბოს თავიანი ქანდაკებები რომელთა შორის, ასევე გამოსახულია ჩათალჰოუქის სამოსახლო. იგი ითვლება მსოფლიოს უძველეს რუკად.

1997 წელს ჩატარებულ ღონისძიებაზე 68 კანდიდატ მუზეუმს შორის მას, ევროპაში „წლის მუზეუმის“  წოდება მიენიჭა.

 

გაზიანთეპის ზეუგმას მოზაიკის მუზეუმი

გაზიანთეპის ზეუგმას მოზაიკის მუზეუმი, რომელმაც ტუნისის ბარდოს მუზეუმისაგან მსოფლიოს უდიდესი მოზაიკის მუზეუმის ტიტული გადაიბარა, რეგიონის ტურიზმის სიმბოლოდ გადაიქცა. მუზეუმის ვიზიტორების რაოდენობამ გასულ წელში 206 ათასს გადააჭარბა.

30 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებულ მუზეუმს ქალაქში ჩასული თითქმის ყველა უცხოელი და ადგილობრივი ტურისტი სტუმრობს.

 

EMCode 0107f96d11b97d56369b89148d90fb06
EMCode 5abdf1af2ba6771dbfd3341fb6f7450f
EMCode 3eb83561cedd8c6b836fe07c6f935021
EMCode dcdae3e4a2de6692278a4e5b9c6a37e0