თურქეთის ულამაზესი ველო მარშრუტები

ცხადია, ველოსიპედით შორ მანძილზე მგზავრობისას თან უნდა იქონიო შესაბამისი აღჭურვილობა: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები.  ეს ყველაფერი საჭიროა უსაფრთხო და თავისუფლად გადაადგილებისთვის.

სტამბოლი – ჩანაქქალე

აღნიშნული მარშრუტი გადაჭიმულია სტამბოლიდან ჩანაქქალემდე. იგი იწყება სულთან აჰმედის მეჩეთიდან, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთ უძვირფასეს კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და გრძელდება ჩათალჩამდე.  თქვენ შეგიძლიათ ველოსიპედით გაიაროთ ქალაქები – ლულებურგაზი, კილკლარელი (Kilklareli),  ჩერქეზქოი (Çerkezköy) და სხვ. აღსანიშნავია, რომ    ლულებურგაზში  არის Luleburgaz Stars Cycling Academy, რომელიც  ველოსიპედისტებს მთელ მსოფლიოში   სთავაზობს უფასო განსახლებასა და ტექნიკურს მომსახურებას. იქ მოგზაურობისას არ დაგავიწყდეთ რეგიონის ვენახებში წარმოებული  ადგილობრივი ღვინოების დაგემოვნებაც, რომელიც მთელ მსოფლიოში არის ცნობილი. მარშრუტი საბოლოოდ მთავრდება ჩანაქქალეს ცენტრში Eceabat-ის გავლით, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი რაიონია თურქეთში.

ცენტრალური ანატოლია, ფრიგიის გზა

ფრიგია მდებარეობდა სამეფო ანატოლიის დასავლეთ ცენტრალურ ნაწილში, ახლანდელ აზიურ თურქეთში, მდინარე სანგარიოსზე . მისი დაპყრობის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ის გახდა იმდროინდელი დიდი იმპერიების რეგიონი.  ფრიგიის გზა მიესალმება  პროვინციებს ანკარას, აფიონკარაჰისარს, ესქიშეჰირსა და კუთაჰიას შორის. მარშრუტი იწყება Yazılıkaya-დან, რომელიც ფრიგიელთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია და იგი გრძელდება ესქიშეჰირამდე.  ესქიშეჰირში შეგიძლიათ ეწვიოთ ოდუნფაზარის უბანს, რომელიც 2012 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეიყვანეს. ფრიგიის გზის მარშრუტი   500 კმ-ის სიგრძისაა.  აღსანიშნავია, რომ ამ მოგზაურობას თან ახლავს შთამბეჭდავი  შენობების მონახულება, როგორიცაა მნიშვნელოვანი ეკლესიები, სამარხები, კლდოვანი დასახლებები და სხვ.

 

ისტორიისშესწავლახეთებისგზა

კიდევ ერთი შესანიშნავი მარშრუტი  ველოსიპედისტებისთვის არის ხეთების ბილიკი. მარშრუტის მთავარი ცენტრი, რომელიც გადის ძველ საქარავნო და მიგრაციულ მარშრუტებზე, არის ხათუსა.

ხათუსა ხეთების სამეფოს დედაქალაქი იყო, ამჟამად იგი  მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ის   1834 წელს გათხრებისას აღმოაჩინეს.  არსებობს მოსაზრება, რომ კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქები, ხეთების მიერაა გაკეთებული. ხათუსა შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. მისი შემოვლა საფეხმავლო ბილიკით არის შესაძლებელი. აქ დღემდეა შემორჩენილი საინტერესო  დიდი  ქვები,  გალავანი,  ქვევრი, რომელშიც გათხრების დროს ყურძნის ნარჩენები იპოვეს. ყოველივე ამ კულტურული ძეგლების ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ველომარშრუტზე. აღსანიშნავია, რომ 1986 წელს ხათუსას ნანგრევები  იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.

ხეთების ყველა ტომს  თავისი ღმერთები ჰყავდა, ამიტომ მათ სამეფოს ხშირად „ათასი ღვთაების ქვეყნად” მოიხსენიებენ.

EMCode 28207e15ba8bb919693968ac43f5bb09
EMCode 123eae5e7ed2ec66b6b57b9ade486f29
EMCode d802d639de21c1c37095896f42d33cd2