ზაფხულის შესანიშნავი კერძები თურქეთში

ნებისმიერი ქვეყნის ტრადიციული სამზარეულოს ჩამოყალიბება, ცხადია, დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყნის, ერის ისტორიასა და წარსულთან, გეოგრაფიულ მდებარეობასთან, რელიგიასა და სხვა კომპონენტებთან, რომელთა ერთობაც განსაზღვრავს მის თავისებურებას. თურქული სამზარეულოს მრავალფეროვნება და ტრადიციები სათავეს იღებს თურქული ტომების ისტორიასა და ჩვეულებებში. მოკლედ რომ დავახასიათოთ, შეიძლება ითქვას, რომ თურქული სამზარეულო ისლამური ქვეყნების ტრადიციული სამზარეულოების საუკეთესო კერძთა ნაზავია, გამდიდრებული ევროპული, კავკასიური, ბალნკაური ელემენტებით.

ზეითუნის ზეთი და ბოსტნეული

ზეითუნის ზეთი  არის შეუცვლელი და ალბათ შეიძლება ითქვას, რომ მთავარი ინგრედიენტი თურქული სამზარეულოსთვის, რადგან სწორედ მისი მეშვეობით მზადდება უგემრიელესი კერძები თურქეთში.  აღსანიშნავია მწვანე ლობიო ზეითუნის ზეთით.   მას ამზადებენ  პომიდვრის თანხლებით, ცოტა ხახვთან და შაქართან ერთად, რაც მთლიანობაში ქმნის შეუდარებელ გემოს.  ასევე ცნობილია ბადრიჯნის კერძი, სარმა ან თურქული ტოლმა, ასევე ხორცეული და სხვ.

თუმცა ოთხივე სეზონზე სუფრაზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ყველაზე საყვარელ  კერძად მოიაზრება წითელი ლობიო ზეითუნის ზეთთან ერთად.

თურქული რივიერას კერძები

თურქულ რივიერას აქვს საოცარი კერძები, რომელიც დაუვიწყარ გემოს დაგიტოვებთ.

ხილეულიდან აუცილებლად გასინჯოთ ფინიკეს ფორთოხლის ნატურალური წვენი. იგი მართლაც რომ, მსოფლიოში  არის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ფორთოხალი, რომელიც დაუვიწყარ არომატს დაგიტოვებთ.

თურქეთის სამზარეულო არ შედგება მხოლოდ ხმელთაშუა  და ეგეოსის ზღვის კერძებისგან. ტურისტებისთვის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია აირანაშის (Ayran Aş) გრილი წვნიანი, რომელიც  აღმოსავლეთ ანატოლიის სამზარეულოს ნაწილს წარმოადგენს. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილობრივი კერძი, რომელიც მზადდება მრავალი მარცვლეულითა და მწვანილით.   ანატოლიაში ზაფხულის ცხელ დღეებს ქაჰრამანმარაშის  ნაყინიც საოცრად უხდება.

გირჩევთ, რომ თურქეთი ქვემოთ ჩამოთვლილი საკვების დაგემოვნების გარეშე არ დატოვოთ:

 

– აირან აშის წვნიანი – https://van.goturkiye.com/taste

– მწვანე ლობიო ზეითუნის ზეთით https://www.youtube.com/shorts/eYewjANnTDo

– საზამთრო და ყველი  – https://gastronomy.goturkiye.com/marmara

– მარაშის (MARAS DONDURMA) ნაყინი  https://gastronomy.goturkiye.com/traditional-maras-ice-cream-and-its-history

– ფინიკეს ცივი ფორთოხლის წვენი  https://gastronomy.goturkiye.com/a-taste-of-the-turkish-riviera

 

 

EMCode a923114923089b6f2d24c74f8886255a
EMCode 759e79e350d73692ee77c1a043afc19f
EMCode cadf8b1e39279b4113e62ab065b0d67d
EMCode 3b2b1a7ac98dcd9ad1b44bda605fdbaf
EMCode 9cabc6f1dd381797c8ab290689a65d55