ულამაზესი ფეთიე
ფეთიე (თურქეთი) – ქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების გადაკვეთაზე. ფეთიე „აღმოცენდა“ ულამაზესი ყურის სანაპიროზე, რომელიც გარშემორტყმული იყო მთის ფერდობებით, კედრებითა და ფიჭვებით. კურორტს თითქმის ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ უცხოელი ტურისტები. მისი მზარდი პოპულარობა უკავშირდებაარა მხოლოდ მისი ხელუხლებელი ბუნების სილამაზეს, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც.
მარმარისი – ტურისტების საყვარელი ადგილი
თავისი ბუნების სილამაზით, ღრმად ფესვგადგმული ისტორიით, ღრმა ლურჯი ზღვითა და ოქროსფერი ქვიშებით, მარმარისი მოგზაურებს სთავაზობს ყველაფერს, რაც მათ საუკეთესო საზაფხულო დასვენებისთვის სჭირდებათ. აქ ზღვაზე თქვენ შეგიძლიათ ნავებითა და იახტებით სეირნობა, რომლის ფასიც საკმაოდ ბიუჯეტურია. ასევე მარმარისში ზღვის წყალი ძალიან მშვიდია და არასდროს არის ძლიერი ტალღები, რადგან თვითონ ყურეში, წყნარ ადგილზე მდებარეობს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ აქ პლაჟები პატარაა, შეზლონგები ერთმანეთის გვერდით არის და ქვიშაც ნაცრისფერია.
ქალაქი მარმარისი გამოირჩევა ძალიან საინტერესო ღირსშესანიშნაობებით, მაგალითად, აღსანიშნავია ციხე, რომელიც აშენდა მაღალ ბორცვზე ძველი ციხის ნაშთებზე სულთან დიდებულის ბრძანებით 1522 წელს. ამჟამად ეს ციხე მუზეუმად არის გადაკეთებული, სადაც ზღვის ულამაზესი ხედი იშლება.
„კლეოპატრა „
კლეოპატრა არის ყველაზე ცნობილი სანაპირო „თურქულ“ რივიერაზე. მას თავისი სახელი ეგვიპტის დედოფლისგან დაერქვა. ლეგენდის თანახმად, ანტონიუსმა თავის საყვარელ კლეოპატრას საჩუქრად უბოძა ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი – მდიდრული ქალაქი ალანია. ყოველ ჯერზე, როდესაც ეგვიპტიდან მიდიოდა დედოფალი, აქ ჩერდებოდა ბანაობისთვის. მას შემდეგ, კლეოპატრას სანაპირო დიდი ხანია იზიდავს მათ, ვისაც „სამეფო“ შვებულება სურთ.
ქოიჩეგიზი (Koycegiz ) – ყველაზე მშვიდი ქალაქი
ქალაქი ქოიჩეგიზი არის CittaSlow-ს ქალაქი, რომელიც მდებარეობს მარმარისსა და ფეთჰიეს შორის. აქ არის ასევე ქოიჩეგიზის ტბა, რომელზეც ვიზიტორებს ნავით შეუძლიათ სეირნობა და ულამაზესი ადგილების დათვალიერება. ამ სეირნობის პროცესში კი თქვენ დაგატკბობთ ფორთოხლის სურნელი, რომლის ხეებიც ტბის ირგვლივ არსებობს.
დათჩა (Datça)
დათჩა მუღლას წყნარი ნახევარკუნძულია. ეს არის ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო დასახლება, სადაც მრავლად არის კაფე-ბარები, ფეშენებელური სასტუმროები და ა.შ აღსანიშნავია, რომ აქ სპეციალური შეთავაზებები აქვთ წყვილებისთვის თაფლობისთვის გასატარებლად. ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ უძველეს ქალაქ კნიდოსზე, რომელიც დატჩას ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ. ამასთან, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ აქაური ზღვის პროდუქტები, ასევე კერძები, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი ბოსტნეულებით მზადდება.