გაიცანით ულამაზესი პატარა ქალაქი სიდე

ქალაქის მშენებლობა თარიღდება ძვ.წ. VII საუკუნეში, როდესაც დასავლეთ ანატოლიიდან ჩამოსულმა ელინებმა დაიწყეს ტერიტორიის დაუფლება. სწორედ ბერძნებმა მიანიჭეს ქალაქს სახელი “სიდე”, რაც ბერძნული დიალექტიდან თარგმანში ნიშნავს “ბროწეულს”.  ბროწეული  ითვლებოდა კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ და მისივე გამოსახულება ამშვენებდა უძველეს მონეტებს.

სიდეს ღირსშესანიშნაობების უმეტესობა თავმოყრილია ქალაქის მთავარ შესასვლელთან. აღსანიშნავია, რომ ცენტრში არის დიდი ბაზარი, სადაც იყიდება ყველაფერი, რაც თქვენ სულსა და გულს გაუხარდება.  ამასთან, მყუდრო კაფეები და რესტორნები არის როგორც ცენტრში, ისე სანაპიროებზე.  აქ  საღამოობით უკრავს ეროვნული ცოცხალი მუსიკა.

 

ამფითეატრი

სიდეში არის  ანტიკური ამფითეატრი, რომლის ნაგებობაც თავისი მასშტაბით ნამდვილად თვალშისაცემია. ძველ საუკუნეებში შენობაში მოედანზე იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები და ამის ყურება ერთდროულად შეეძლო 20 000 ადამიანს.

უძველესი ქალაქისკენ მიმავალ გზაზე სტუმრებს ასევე შეხვდება  უძველესი თაღოვანი კარიბჭე,  რომელიც სიდეს მთავარ შესასვლელად ითვლება. I საუკუნით  დათარიღებული ნაგებობა რომის მმართველის ვესპასიანეს საპატივსაცემოდ აიგო. შენობის სიმაღლე 6 მეტრს აღწევს. იგი ადრე გაფორმებული იყო  იმპერატორის ქანდაკებებით, დღეს კი  უძველესი ნაგებობიდან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

თეატრის მონახულება შეგიძლიათ დღისით და საღამოობით , როდესაც მეგა შენობა განათებულია ულამაზესად,  (სამუშაო საათები 9:00 საათიდან 18:45 საათამდე).

არ დაიზაროთ ზედა რიგში ასვლა, რადგან  იქიდან იხსნება ზღვის, ქალაქის და შემდეგი ტურისტული ადგილების ულამაზესი პანორამა. აქ ნახავთ ქალაქის აბანოებს,

  • შადრევანი “ნიმფეუმი”;
  • ელინური კარიბჭე;
  • აპოლონის ტაძარი
  • ათენას ტაძარი
  • ბედის ქალღმერთის საკურთხეველი.

 

აპოლონის ტაძარი

ქალაქ სიდეს მთავარი ღირსშესანიშნაობა და სიმბოლოა აპოლონის ტაძარი, რომელიც კლდოვან სანაპიროზე მდებარეობს, ზღვის ნავსადგურის მახლობლად. იგი   ახ.წელთაღრიცხვით II საუკუნეში ძველი ბერძენი მზის ღმერთის  აპოლონის საპატივსაცემოდ აშენდა. X საუკუნეში, ძლიერი მიწისძვრის დროს, ტაძარი თითქმის განადგურდა. დღეს შენობაში შემორჩენილია მხოლოდ ფასადი, რომელიც ხუთი სვეტისგან შედგება და საძირკვლის ფრაგმენტები.  მისი  ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უფასოდ.

არტემიდას ტაძარი

აპოლონის საკურთხევლის დათვალიერების შემდეგ ვხვდები არტემიდას ტაძარს, რომელიც იყო რომაელთათვის ქალღმერთი არტემიდას, დიანას კულტისადმი მიძღვნილი შენობა. -იგი აშენდა ძვ.წ. II საუკუნეში.

აღსანიშნავია, რომ მასში თავმოყრილია იმ დროის ყველაზე პრესტიჟული ბერძენი მხატვრების მიერ შესრულებული უამრავი ხელოვნების ნიმუში. ასევე  მისი  ერთ-ერთი მახასიათებელი იყო მარმარილოს სვეტების დიდი რაოდენობა.  შენობა განადგურდა გოთების მიერ დაპყრობის დროს და დღეს მხოლოდ რამდენიმე სვეტის ნაშთია შემორჩენილი.

რომაული აბანოები

აღსანიშნავია აგორას აბანო, სავარაუდოდ, ახ. წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში აშენდა ცილინდრული ქუჩის პირას სავაჭრო ბაზრის მოპირდაპირედ.  იგი ძალიან პოპულარულია ტურისტებში, რომლებიც მის სანახავდ ყოველ წელს ჩამოდიან.

ეს და კიდევ სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს ამ პატარა და ულამაზეს ქალაქ სიდეში. შემოდგომაზე იგი საოცრად ლამაზი ხდება, ამიტომ მობრძანდით და დატკბით ამ ლამაზი ქალაქით.

EMCode 751718137b5d181216952f77eab21d05
EMCode cbcc122d8e5d87ec4c6aab427c945231
EMCode ee2aa26d92c07a8739deda67680b9bbb
EMCode 4d56ff60a1bffeb9bf4100aff1b60035
EMCode 284a3f8eb4d6c40cca62eac53c34be8d