ბოდრუმი – “თურქეთის მარგალიტი”

ბოდრუმი გამოირჩევა ულამაზესი სანაპიროებითა და ყურეებით, ასევე იგი მდიდარია მრავალი ისტორიული ძეგლითა და ღირსშესანიშნაიბით, რაც ყოველ ჯერზე ტურისტების უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს.  აქ ზღვის სეზონი აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ბოლოს ოფიციალურად მთავრდება.

ძალიან შთამბეჭდავია ხედი, რომელიც ქალაქში შესვლისას გადაიშლება! ქათქათა თეთრი შენობები, წითელი ყვავილები, გემები და იახტები, ზღვა, რომელიც მზის სხივების ფონზე პირდაპირი მნიშვნელობით ბრწყინავს და არის ულამაზესი.
ეს ის პირველი სასიამოვნო შთაბეჭდილებაა, რომლითაც ბოდრუმს გაიცნობთ.

სასურველია ესტუმროთ ბოდრუმის ნავსადგურსა და ციხესიმაგრეს, რომელიც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზევე ფუნქციონირებს ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიური მუზეუმი. ცნობისათვის, ნავსადგურიდან ტურისტებს საშუალება ეძლევათ, რომ ერთდღიანი ტურის ფარგლებში დაათვალიერონ (დაახლოებით 2 საათის გზა) საბერძნეთის კუნძული კოსი.

მოგეხსენებათ, ბოდრუმში იყო აღმართული ლეგენდარული ჰალიკარნასის მავზოლეუმი – დღეს მისგან საძირკველი, კოლონების ნიმუშები და ქანდაკებებიღაა შემორჩენილი. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საგამოფენო სივრცეც.

თქვენი ექსკურსიის სიაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ბოდრუმის ამფითეატრი, რომელიც ქალაქის ჩვენს დრომდე ყველაზე უკეთ შემონახულ ანტიკურ ნაგებობას წარმოადგენს.

ტურისტებს ძალიან უყვართ გემით სეირნობა. ზღვაზე კაპიტანი გემით ეგეოსის ზღვის ულამაზეს ადგილებს მოგატარებთ.

ძალიან მოიხიბლებით ქალაქის ქუჩებში სეირნობით. რესტორნების კედლები ყვავილებიანი სუროებითაა მორთული, ლურჯ, ყვითელ და წითელფრად შეღებილი სკამები და მაგიდები პირდაპირ ეზოებშია განთავსებული, გარშემო კი ლაჰათ-ლუჰუმისა თუ თურქული ყავის არომატი იფრქვევა.
სავსებით შესაძლებელია თქვენს გვერდით მაგიდასთან რომელიმე ცნობილი თურქი მსახიობი  ვახშმობდეს, რადგან კურორტი ძალიან პოპულარულია ადგილობრივ ვარსკვლავებში. აღსანიშნავია, რომ ბევრი ცნობილი თურქული სერიალი სწორედაც რომ ბოდრუმშია გადაღებული.

საბოლოოდ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბოდრუმს და ისიამოვნოთ აქ არსებული ულამაზესი ადგილებით.

განსახლების ფუფუნება ბოდრუმში

ბოდრუმში განსახლების მრავალი შესაძლებლობა არსებობს. აქ არსებული სასტუმროები არის დახვეწილი, კლასიკური სტილის და აღჭურვილია ყველაფრით, რაც თქვენ გჭირდებათ კომფორტული დასვენებისთვის. გელოდებათ ხუთვარკვლავიანი, ლუქს სასტუმროები, სადაც მომსახურება უᲛაღლეს დონეზეა. აღსანიშნავია ბოდრუმის სამზარეულოც, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების კულინარიულ კულტურას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, Ფუ როგორი კერძებია ქალაქში არსებულ რესტორნებში და როგორ გემსახურებიან. ცხადია, ბოდრუმი ამ მხრივ, მართლაც რომ საუკეთესოა. ამას  ადასტურებს ისიც, რომ ქალაქის  რესტორნები იზმირთან ერთად მიშლენის სახელმძღვანელოშია შეყვანილი და მისი პრეზენტაცია 2023 წლის 9 ნოემბერს  გაიმართება სტამბოლში ცერემონიაზე.
საბოლოოდ, გირჩევთ, აუცილებლად ეწვიოთ თურქეთის “მარგალიტს”, სახელად – ბოდრუმს.

EMCode b46d95fab6fb7ad86fd458850eff1e9b
EMCode a29b803f9d342afe2403debe188ae187
EMCode abde5ef2bb7aa02254adf0b5a9352d0d