ალანია – მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი თურქეთში

საინტერესო და ლამაზი ადგილები ალანიაში

კურორტზე საექსკურსიო პროგრამა საკმაოდ ფართოა და მომსახურებას ახორციელებენ როგორც სასტუმროს გიდები, ისე  ტურისტული სააგენტოებიც. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ისტორიული, ბუნებისა თუ გასართობი ტურები ყველა გემოვნების მიხედვით, თანაც ხელმისაწვდომ ფასად.

ალანიის ერთ-ერთი უძველესი ღირსშესანიშნაობაა წითელი კოშკი, რომელიც დღეს ქალაქის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათად არის ქცეული. ეს დასაყრდენი XIII საუკუნის დასაწყისში სელჩუკთა სულთანმა ალადინ ქეიქუბადმა აღმართა, როგორც ალანიის ციხის თავდაცვითი ობიექტი. ძველი შენობის გვერდით კი მდებარეობს გემთმშენებლობის მცირე მუზეუმი, სადაც გამოფენილია გემთა მოდელები და ზოგიერთი სამშენებლო ნივთი.

ასევე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობაა საბაგირო გზები, რომელიც ალანიის უძველეს ციხემდე მიგიყვანთ. იგი გადის სადგურიდან კლეოპატრას სანაპირომდე. მოგზაურობას კი არა უმეტეს 5 წუთი სჭირდება. ამ დროის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ  ზღვისა და ქალაქის დაუვიწყარი ხედებით.   ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების დროს არ უნდა გამოტოვოთ ქალაქის მთავარი ციხე. ეს ფართომასშტაბიანი ნაგებობა 1226 წელს აშენდა ზღვის დონიდან 250 მ სიმაღლეზე.  ასევე ძალიან საინტერესოა ყველასთვის ცნობილი დამლათაშის მღვიმე. აქ კედლები სხვადასხვაფრად არის განათებული, რაც სასიამოვნო შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

„ალანიას ბაღების“ შესახებ უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. რამდენიმე წლის წინ ალანიაში აშენდა პარკი, სახელწოდებით  „ალანიას ბაღები“. პარკის ტერიტორია დღეს გაფორმებულია ბაღებითა და შადრევნებით. ირგვლივ ნახავთ  უამრავ კაფეს, ბარს, ასევე თეატრსა და სხვა გასართობ დაწესებულებებს.

უნდა აღვნიშნოთ სულეიმანიეს მეჩეთიც, რომელიც თურქული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.  გარდა ამისა, აქარის გასაოცარი ხის დეკორაციები, რაც მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

ასევე თუ გსურთ გართობა, აუცილებლად  უნდა მიხვიდეთ დელფინარიუმში, რომელიც  ქალაქთან ახლოს რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. აქ ხშირად იმართება სანახაობრივი შოუები ზღვის ლომებისა და სელაპების მონაწილეობით.

მართლაც, ალანიაში არსებული ადგილები, კულტურული ღირსშესანიშნაობები იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ მას ყოველწლიურად ათასობით ტურისტის ტუმრობს და ეს რაოდენობა ყოველთვის ყოველთვის იზრდება.

ტურისტებს უყვართ ალანია, რადგან აქ დასვენების სეზონი დიდხანს გრძელდება და იგი მოიცავს აპრილიდან ნოემბრამდე პერიოდს. საბოლოოდ, აუცილებლად ეწვიეთ ალანიას და გპირდებით, არ ინანებთ, რადგან მაქსიმალურად დატკბებით აქ არსებული საინტერესო ტურისტული ადგილებით და შეიგრძნობთ აქაურ წეს-ჩვეულებებს.

EMCode ef8b610f79cbea4780185c35a61670e3
EMCode e6e86fc024000c1a2f2e40428a69788a
EMCode 8886aeb9002d7a90e0a39928818dc78c